ქეთევან სვანიძე
вторник, 30 сентября 2014 г.
2014 წლის 16-21 სექტემბერს ვიყავი პოლონეთში, ვარშავაში,კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქიმიის და ბიოლოგიის 9 მასწავლებელთან ერთად.
გავეცანით კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ჩამოყალიბების, მუშაობისა და განვითარების სტრატეგიებს.
სასწავლო ვიზიტის შემდეგ, პროექტში ჩართული მასწავლებლები ჩამოვაყალიბებთ საბუნებისმეტყველო კლუბებს და მიღებულ გამოცდილებას გავუზიარებთ კოლეგებს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის განვითარებას.
ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის პროექტის მიზანია სხვადასხვა ინტერესების მქონე სხვადასხვა ასაკის მოზარდების ერთ სივრცეში გაერთიანება საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტების ერთად ჩატარების მიზნით, საიდანაც ყალიბდება ახალი ტიპის ურთიერთობები მოსწავლესა და მასწავლებელს შორის.
суббота, 8 марта 2014 г.
პროექტი ,, შოკოლადი’’
პროექტის მთავარი
იდეა(თემა): რა არის შოკოლადი?
პროექტის აქტუალობა: ვის უყვარს შოკოლადი?
სტატისტიკა
გვამცნობს: მთელს მსოფლიოში შოკოლადი ძალიან ბევრს უყვარს. მათ შორის მამაკაცების 25%-ს,
ქალების 40%-ს და ბავშვების 35%-ს. რა ხდება
ამ მხრივ ჩვენს სკოლაში?
პროექტის მიზნები:
მოსწავლეებმა მოიძიონ შოკოლადის ისტორია, მის დასამზადებლად საჭირო ნივთიერებები, შოკოლადის სახეები, გამოიკვლიონ შოკოლადის ფილაზე არსებული წარწერის სისწორე.
მონაწილეთა ასაკი: IX და XI კლასის მოსწავლეები
ვადები/ ხანგრძლივობა:
4 მარტი- 28 მარტი 2014 წელი
მოსალოდნელი შედეგები/
პროდუქტები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას: ვიდეომასალა შოკოლადის შესახებ, სტენდი შოკოლადის
შესახებ.
პროექტისთვის საჭირო
ძირითადი რესურსი: ინტერნეტრესურსები, google.ge
კომპიუტერი, პროექტორი,
სასწორი საწონებით, შოკოლადის ფილა, აცეტონი, გამოხდილი წყალი, ფაიფურის ჯამი, ძაბრი,
ფილტრის ქაღალდი, 4 კოლბა.
პროექტის მსვლელობა
( ძირითადი აქტივობები):
1.
კვლევის
ჩატარება სკოლაში. ( კითხვარით და ინტერვიურებით)
2.
კვლევის
ანალიზი.
3.
ექსპერიმენტის
ჩატარება ქიმიის კაბინეტში.
4.
კვლევის
შედეგების წარმოდგენა.
5.
ექსკურსია
შოკოლადის ფაბრიკაში ,,ბარამბო’’
6.
შოკოლადის
ისტორია
7.
სად
მოიპოვება მასალა შოკოლადისთვის?
8.
როგორ
მზადდება შოკოლადი?
9.
როგორ
მოქმედებს შოკოლადში შემავალი ნივთიერებები ჩვენს ორგანიზმზე?
10.
ვიდეო
და ფოტომასალის მოძიება
11.
სტენდის
მომზადება
12.
პროექტის
პრეზენტაცია.
საგნებთან/ საგნობრივ
ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ქართული,
მათემატიკა.
პროექტის ხელმძღვანელი:
ქეთევან სვანიძე. თბილისის 175-ე საჯარო სკოლის
ქიმიის მასწავლებელი.
ხელმძღვანელის ელ.
ფოსტა: qetevansvanidze@gmail.com
Подписаться на:
Сообщения (Atom)