вторник, 30 сентября 2014 г.
2014 წლის 16-21 სექტემბერს ვიყავი პოლონეთში, ვარშავაში,კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქიმიის და ბიოლოგიის 9 მასწავლებელთან ერთად.
გავეცანით კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ჩამოყალიბების, მუშაობისა და განვითარების სტრატეგიებს.
სასწავლო ვიზიტის შემდეგ, პროექტში ჩართული მასწავლებლები ჩამოვაყალიბებთ საბუნებისმეტყველო კლუბებს და მიღებულ გამოცდილებას გავუზიარებთ კოლეგებს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის განვითარებას.
ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის პროექტის მიზანია სხვადასხვა ინტერესების მქონე სხვადასხვა ასაკის მოზარდების ერთ სივრცეში გაერთიანება საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტების ერთად ჩატარების მიზნით, საიდანაც ყალიბდება ახალი ტიპის ურთიერთობები მოსწავლესა და მასწავლებელს შორის.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий